Wednesday, July 19, 2017

რეფლექსია 9 დღე

 ინტელის ტრენინგის ბოლო დღე.  ყველაფერი მოვიყვანეთ სისრულეში. შეიქმნა ჩვენი საბოლოო სრულყოფილი პორტფოლიო. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს დათო ჯანიაშვილს. მართლაც დამსახურებულ ტრენერს. დიდი მადლობა მას სრულყოფილად ინფორმაციის გადმოცემისთვის. მივიღეთ დიდი ცოდნა ისტ-ის გამოყენების საგაკვეთილო პროცესისათვის. ვფიქრობ ჩვენი გაკვეთილები უფრო საინტერესო იქნება. ხშირად გავაკეთებთ პროექტ გაკვეთილებს.
ჩემი აზრით, უკეთესია ტრენინგის საათობრივად ხანგრძლივობა იყოს სამი საათი და მეტი არა, და მთელი ტრენინგის ხანგრძლივობა დღეების მიხედვით იყოს უფრო მეტი, ვიდრე არის ცხრა. სხვა მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის ტრენინგებით.

Sunday, July 16, 2017

რეფლექსია 8 დღე

ძალიან ვწუხვარ რომ ჩვენი ტრენინგები დასასრულს უახლოვდება. იმდენად საინტერესო ტრენინგები გვქონდა, რომ კიდევ გვინდა გაგრძელდეს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან ყურადღებიანი და ნებისყოფიანი ტრენერის დამსახურება. გვიხსნის ძალიან გასაგები ენით, და შეუძლია ერთი და იგივე კითხვას უპასუხოს აუღელვებლად ერთი და იგივე ტონით. ეს მასწავლებლის დამახასიათებელი თვისებაა დიდი მადლობა მას ამისათვის. რაც შეეხება ტრენინგის 8 დღეს, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში გავერკვიეთ. ვისწავლეთ როგორ დავამატოთ დოკუმენტში დოკუმენტი. ვისწავლეთ ასევე google-ს ფორმები, თუ როგორ შევადგინოთ ტესტები მოსწავლეთათვის. ეს სავსებით გამოგვადგება სამომავლოდ საგაკვეთილო პროცესებისათვის. ვცდილობ, ავითვისო შესწავლილი მასალა ჩემი პროფესიული განვითარებისათვის

Saturday, July 15, 2017

რეფლექსია 7 დღე

ყველაფერი კარგადაა, ყოველი ტრენინგი მომცემია ძალიან ბევრის. ჩვენი ყველა მოლოდინი მართლდება. უფრო მეტ ინფორმაციას ვღებულობთ, ვიდრე ველით. ვსწავლობთ როგო გავაკეთოთ სრულყოფილი პროექტი. როგორ ავტვირთოთ მასალები პორტფოლიოს სხვადასხვა ფაილში, (შეფასებაში, დამატებით რესურსში. და ა. შ.)
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, რომელიც დიდი მონდომებით და სრულყოფილად გვიხსნის ყველაფერს. ვისწავლეთ ბევრი ნიუანსი კომპიუტერულ პროგრამებში, რაც ჩვენ ძაან გვჭირდება პროექტებსა და საგაკვეთილო პროცესებისთვის.

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Sunday, July 9, 2017

რეფლექსია 6 დღე

უამრავი მასალაა განსამტკიცებელი ჩვენი მხრიდან, რაც დიდ ძალისხმევას მოიოთხოვს. ამიტომ, გვმართებს  გამოვიჩინოთ დიდი ნებისყოფა, შრომისუნარიანობა, მონდომება რომ მივაღწიო შედეგს. მეექვსე დღეს ტრენერთან ერთად განვამტკიცეთ შეფასების სქემები,ზუსტად მივუსადაგეთ ჩვენს გეგმებს. ვიმუშავეთ აგრეთვე დამხმარე ფაილებზეც, რომელიც პორტფოლიოში გვაქვს. მასში შეგვიძლია ჩავსვათ სხვადასხვა შაბლონები მოსწავლეებისათვის, რაც დაეხმარება მათ პროექტზე მუშაობისას.
 ძალიან საინტერესოა და სასარგებლო ტრენინგებზე ყოფნა. ვიძენთ გარკვეულ ცოდნას ჩვენი პროფესიული განვითარებისთვის.

Saturday, July 8, 2017

რეფლექსია 5 დღე

5-ე დღე ძალიან მნიშვნელოვანია. სქემა და ეს წიგნი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რაც ძალიან გასათვალისწინებელია, ანუ ეს წიგნი არის გასაღები, მასწავლებლის სამაგიდო წიგნია. ვიმუშავეთ შეფასებებზე, მოდული 5(დამატებითი რესურსები). ასევე ტრენერმა მიგვანიშნა საკუთარ ბლოგზე, სადაც არის პედაგოგისთვის სასარგებლო რესურსები, "შეფასების 5 მიზანი". ეს ძალზედ საინტერესოა. ჩვენი საფიქრალია რომელი ტიპის შეფასება უნდა მოვარგთ ჩვენს პროექტს. ვფიკრობ, სათანადოს შევუსაბამებთ.

Sunday, July 2, 2017

რეფლექსია 4 დღე

ყოველ მეცადინეობაზე ვიძენთ ახალ ინფორმაციას. ვეცნობით ახალ საიტებს. შეიძლება ვიცით რაიმე საიტის შესახებ, მაგრამ ტრენერის დახმარებთ ვგებულობთ მისი გამოყენების ხარისხს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ესა თუ ის საიტი ჩვენი პროფესიული განვითარებისთვის. ვაგრძელებთ მუშაობას პროექტის შესახებ, და ფფიქრობ საბოლოო პროდუქტი მისარები იქნება.

Saturday, July 1, 2017

რეფლექსია 3 დღე

ძალზე ეფექტური იყო ტრენინგის მესამე დღე. შევისწავლეთ პროექტი შინაარსობრივად როგორ დავხვეწოთ. როგორ გავწეროთ პროექტის მიზნები და ამოცანები, როგორ გავიდეთ შედეგზე. ტრენერმა მოგვცა რჩევები, მარტივი ხერხები, მოგვცა მინიშნება, თუ როგორ გამოგვეყენებინა შესაბამისი რესურსი პროექტის დაგეგმვის დროს. მოგვცა საშუალება უკეთ შევასრულოთ მოცემული დავალება. ვფიქრობ, გავითვალისწინებთ მინიშნებებს და მიღებულ ცოდნას  გამოვიყენებთ საგაკვეთილო სასწავლო პროცესში.

Saturday, June 24, 2017

რეფლექსია 2 დღე

არანაკლებ ნაყოფიერი იყო მეორე დღე. ჩამოვაყალიბეთ პროექტის იდეები. განვსაზღვრეთ მიზნები და ამოცანები. დავგეგმეთ რომელ კლასში გავაკეთებთ კვლევებზე დაფუძნებულ პროექტს. ვისწავლეთ აგრეთვე მარტივად მისაგნები საიტი ესგ-ებთან, რომელსაც უფრო ადვილად გამოვიყენებთ სასწავლო პროცესისთვის.
ძალზედ მნიშვნელოვანი იყო "დრაივის"გამოყენება და მისი ფუნქციების შესწავლა. მექნება  წვდომა და დიდი სურვილი მისი გამოყენების, რადგან უფრო გამოყენებადია,  სანდო და მოსახერხებელი. აგრეთვე, სათანადოდ გამოვიყენებთ დისტანციური სწავლებისთვის, რაც ძალზედ პრიორიტეტულია.

Friday, June 23, 2017

რეფლექსია 1 დღე

ინტელის ტრენინგის პირველმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. იყო ბევრი სიახლე. მივიღე ინფორმაცია ზოგადად, ამ სფეროში საგანმანათლებლო საიტების შესახებ. განვიხილეთ საპროექტო თემები და ზოგადად, პროექტის შექმნის სტრატეგიები. აგრეთვე საინტერესო იყო ბლოგის შესახებ მიღებული ინფორმაცია, რაც ტრენერმა გადმოგვცა სრულყოფილად. ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ერთი ბლოგი უნდა მქონოდა,(რომელიც უკვე მქონდა), მაგრამ გავიგე, რომ შემიძლია მრავალი ბლოგის შექმნა. დავახარისხებ ინფორმაციებს და შევინახავ სხვადაცხვა ბლოგზე თემატიკის მიხედვით. აგრეთვე, ტრენერის დახმარებით შევისწავლე თუ როგორ ავტვირთო კომპიუტერული პროგრამები ბლოგზე.