არანაკლებ ნაყოფიერი იყო მეორე დღე. ჩამოვაყალიბეთ პროექტის იდეები. განვსაზღვრეთ მიზნები და ამოცანები. დავგეგმეთ რომელ კლასში გავაკეთებთ კვლევებზე დაფუძნებულ პროექტს. ვისწავლეთ აგრეთვე მარტივად მისაგნები საიტი ესგ-ებთან, რომელსაც უფრო ადვილად გამოვიყენებთ სასწავლო პროცესისთვის.
ძალზედ მნიშვნელოვანი იყო "დრაივის"გამოყენება და მისი ფუნქციების შესწავლა. მექნება წვდომა და დიდი სურვილი მისი გამოყენების, რადგან უფრო გამოყენებადია, სანდო და მოსახერხებელი. აგრეთვე, სათანადოდ გამოვიყენებთ დისტანციური სწავლებისთვის, რაც ძალზედ პრიორიტეტულია.
Saturday, June 24, 2017
Friday, June 23, 2017
რეფლექსია 1 დღე
ინტელის ტრენინგის პირველმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. იყო ბევრი სიახლე. მივიღე ინფორმაცია ზოგადად, ამ სფეროში საგანმანათლებლო საიტების შესახებ. განვიხილეთ საპროექტო თემები და ზოგადად, პროექტის შექმნის სტრატეგიები. აგრეთვე საინტერესო იყო ბლოგის შესახებ მიღებული ინფორმაცია, რაც ტრენერმა გადმოგვცა სრულყოფილად. ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ერთი ბლოგი უნდა მქონოდა,(რომელიც უკვე მქონდა), მაგრამ გავიგე, რომ შემიძლია მრავალი ბლოგის შექმნა. დავახარისხებ ინფორმაციებს და შევინახავ სხვადაცხვა ბლოგზე თემატიკის მიხედვით. აგრეთვე, ტრენერის დახმარებით შევისწავლე თუ როგორ ავტვირთო კომპიუტერული პროგრამები ბლოგზე.
Subscribe to:
Posts (Atom)